Accentnews.ge
ირანში გენერალ სოლეიმანის ხსოვნის დღეს მომხდარ აფეთქებებს, სულ მცირე, 103 ადამიანი ემსხვერპლა

ირანში გენერალ სოლეიმანის ხსოვნის დღეს მომხდარ აფეთქებებს, სულ მცირე, 103 ადამიანი ემსხვერპლა

03/01/2024 15:09:10 მსოფლიო

ირანში, ქალაქ კერმანში გენერალ ყასემ სოლეიმანის ხსოვნის დღეს მის საფლავთან მომხდარ ორ აფეთქებას, სულ მცირე, 103 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 141 აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

გავლენიანი ირანელი გენერალი 4 წლის წინ, 2020 წლის იანვარში, ამერიკული ჯარების საჰაერო დარტყმის შედეგად ბაღდადის მახლობლად დაიღუპა.

მისი დაკრძალვის დროს, რომელშიც ათასობით ირანელი მონაწილეობდა, ჭყლეტაში, სულ მცირე, 56 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

რიგი ექსპერტების შეფასებით, სოლეიმანის მკვლელობამ აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი კონფლიქტის შიში გააძლიერა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S