ევროკავშირმა ალმასის მომპოვებელ უდიდეს რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა
03/01/2024 11:28:27 მსოფლიო
ევროკავშირმა ალმასის მომპოვებელ უდიდეს რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. კერძოდ, ევროკავშირმა "შავ სიას" დაამატა რუსეთის სახელმწიფო კომპანია „ალროსა“ და მისი ხელმძღვანელი პაველ მარინიჩევი. ამ სიაში შეტანილ კერძო და იურიდიული პირებს ევროკავშირში აქტივებს უყინავენ და მათზე სამოგზაურო ვიზები არ გაიცემა.
AFP-ის ცნობით, ევროკავშირი დეკემბერში დათანხმდა რუსეთიდან ალმასის გატანის აკრძალვას, რათა უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციები გაემკაცრებინა.
გამოცემის მონაცემებით, „ალროსაზე“ რუსეთში ალმასის მოპოვების 90% მოდის, რომლის საფინანსო მოცულობა 2022 წელს 4 მილიარდს უდრიდა.
”ალმასის მრეწველობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკისთვის, რადგან ეს არის ქვეყნიდან არანედლეულის ყველაზე დიდი ექსპორტი”, - ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გაოქვეყნებულ ინფორმაციაში.


