Accentnews.ge
ეუთო: ვგმობთ თავდასხმებს უკრაინაში, მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა

ეუთო: ვგმობთ თავდასხმებს უკრაინაში, მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა

03/01/2024 10:35:56 მსოფლიო

ეუთო 2 იანვარს კიევსა და ხარკოვზე განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა და დაგმო რუსული აგრესია. განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი, 2024 წელი ისევე დამთრგუნველად დაიწყო, როგორც წინა წელი დასრულდა.

"სიკვდილმა და ნგრევამ მოიპარა ქალების, კაცების, ბიჭების და გოგონების სიცოცხლე და გაანადგურა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ყოველდღე, არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც მუდმივად იხდიან ფასს ამ საშინელ კონფლიქტში. ისინი არასოდეს უნდა გახდნენ სასიკვდილო დრონებისა და სარაკეტო თავდასხმების მსხვერპლნი. ჩვენ ერთად ვგმობთ ამ მიმდინარე თავდასხმებს და სასწრაფოდ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყდეს შეუპოვარი ძალადობა, რომელიც არაფერს აკეთებს გარდა უბედურებისა და ტანჯვის მანკიერი ციკლის პროპაგანდისა. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ეს ომი ახლავე დასრულდეს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

3 იანვრის დილის მონაცემებით, კიევსა და ხარკოვზე რუსეთის მორიგი თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. დაშავებულია ათობით ადამიანი.

2 იანვრის დილას, კიევში თითქმის 6 საათს გაგრძელდა საჰაერო განგაში. რუსეთი უკრაინის დედაქალაქს თავს დაესხა დრონებითა და რაკეტებით. რუსებმა მასობრივი დარტყმა განახორციელეს ხარკოვზეც. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვამ რამდენიმე ათეული რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S