Accentnews.ge
ბლინკენმა და კამერონმა, მათ შორის უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს

ბლინკენმა და კამერონმა, მათ შორის უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს

03/01/2024 09:54:45 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კამერონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეებმა, მათ შორის ღაზასა და უკრაინაში მიმდინარე ომებთან დაკავშირებული საკითხები განიხლეს.

" სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კამერონმა განიხილეს კონფლიქტი ისრაელსა და "ჰამასს" შორის, ისაუბრეს, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაუმჯობესებასა და ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების აუცილებლობაზე. ამასთან, მხარეეებმა განიხილეს წითელ ზღვაში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ კომერციულ გემებზე განხორციელებული თავდასხმების წინააღმდეგ კოლექტიური მრავალმხრივი მოქმედების მნიშვნელობის საკითხი, ასევე – აშშ–ისა და ბრიტანეთის მუდმივი ძალისხმევა, რათა დაეხმარონ უკრაინას, დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან", ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S