კიევსა და ხარკოვზე რუსეთის მორიგი თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა
03/01/2024 06:24:03 მსოფლიო
კიევსა და ხარკოვზე რუსეთის მორიგი თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. დაშავებულია ათობით ადამიანი.
2 იანვრის დილას, კიევში თითქმის 6 საათს გაგრძელდა საჰაერო განგაში. რუსეთი უკრაინის დედაქალაქს თავს დაესხა დრონებითა და რაკეტებით. რუსებმა მასობრივი დარტყმა განახორციელეს ხარკოვზეც.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვამ რამდენიმე ათეული რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.


