Accentnews.ge
იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა

03/01/2024 05:05:53 მსოფლიო

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვი 300–მდეა

იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 1 იანვარს მოხდა. მისი ეპიცენტრი ნახევარკუნძულ ნოტოზე, იშიკავის პრეფექტურაში იყო. მიწისძვრამ ნგრევა და ხანძრები გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მხოლოდ ქალაქ სუზუში სრულად, ან ნაწილობრივ დანგრეულია სახლების დაახლოებით 90%.

მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა იშიკავის მეზობელ პრეფექტურებშიც - ნიიტაგაში, ტოიამაში, ფუკუისა და გიფუში. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 57 000-ზე მეტი ადამიანი.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S