Accentnews.ge
იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ რუსეთი მოსახლეობის ნაწილს ცუნამის საფრთხის შესახებ აფრთხილებს

იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ რუსეთი მოსახლეობის ნაწილს ცუნამის საფრთხის შესახებ აფრთხილებს

01/01/2024 09:42:05 მსოფლიო

იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ რუსეთი მოქალაქეების ნაწილს, კერძოდ, სახალინის მოსახლეობას ცუნამის საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

მოქალაქეებს მოუწოდებენ შემაღლებულ ტერიტორიებზე გადავიდნენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დამატებით ინფორმაციას დაელოდონ.

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. „ბიბისის“ ცნობით, ბიძგების სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდას აღწევდა. ნოტოსა და იშიკავას პრეფექტურაში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. ოკეანის პირას მცხოვრებ მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

იშიკავას პრეფექტურაში დაახლოებით 32,500 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩრნილი.

იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა, 5 მეტრს მიაღწიოს. ცუნამის საფრთხე გამოცხადდა ასევე ნიიგატასა და ტოიამას პრეფექტურებშიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S