Accentnews.ge
უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსებმა ახალი წლის ღამეს უკრაინის წინააღმდეგ 90 დრონი გამოიყენეს - ჩვენმა დამცველებმა 87 გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსებმა ახალი წლის ღამეს უკრაინის წინააღმდეგ 90 დრონი გამოიყენეს - ჩვენმა დამცველებმა 87 გაანადგურეს

01/01/2024 08:05:37 მსოფლიო

1-ელი იანვრის ღამეს რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე დრონების რეკორდული რაოდენობა - 90 დრონი - გაუშვეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 90 დრონიდან 87 გაანადგურეს.

„ყველას დიდი მადლობა შრომისთვის! ერთი წლის წინ, ახალი წლის ღამეს, ცის დამცველებმა 45 „შაჰედი“ გაანადგურეს, დღეს - 87! დავიცვათ ცა! ერთად - გამარჯვებამდე!"- აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

ამასთან, რუსულმა ძალებმა უკრაინის ხარკოვის ოლქს წუხელ С-300ტიპის ოთხი საზენიტო მართვადი რაკეტით დაარტყეს, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს კი Х-31П ტიპის სამი რაკეტითა და ერთი Х-59 რაკეტით შეუტიეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S