Accentnews.ge
დანიის დედოფალმა საახალწლო მიმართვაში გამოაცხადა, რომ გადადგომას აპირებს

დანიის დედოფალმა საახალწლო მიმართვაში გამოაცხადა, რომ გადადგომას აპირებს

01/01/2024 07:37:37 მსოფლიო

დანიის დედოფალმა მარგრეტე II-მ საახალწლო მიმართვაში გამოაცხადა, რომ იანვრის შუა რიცხვებში გადადგება ტახტიდან. მის ადგილს დაიკავებს ტახტის მემკვიდრე პრინცი ფრედერიკი.

52-წლიანი მმართველობით, ის გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორის შემდეგ, ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი მონარქი იყო ევროპაში.

„გადავწყვიტე, რომ ახლა ყველაზე შესაფერისი დროა. 2024 წლის 14 იანვარს, - 52 წლის შემდეგ მას მერე, რაც შევცვალე ჩემი საყვარელი მამა, - მე წავალ“, თქვა მან. დედოფალმა დანიელებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ასევე დაუჭერენ მხარს მის ვაჟს მეუღლითურთ.

დანიის მონარქს არა აქვს რეალური ძალაუფლება, მისგან მოელიან, რომ ის მონაწილეობას არ მიიღებს საშინაო პოლიტიკაში. პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავს მთავრობა, რომელსაც არჩეული პარლამენტი ნიშნავს. მოქმედი პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი მე-11 მთავრობის თავმჯდომარეა მარგრეტეს ტახტზე ასვლის შემდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S