Accentnews.ge
მსოფლიოს რიგ ქვეყნებში 2024 წლის დადგომას უკვე ზეიმობენ

მსოფლიოს რიგ ქვეყნებში 2024 წლის დადგომას უკვე ზეიმობენ

31/12/2023 17:05:07 მსოფლიო

მსოფლიოს რიგ ქვეყნებში 2024 წლის დადგომას უკვე ზეიმობენ. დედამიწის უამრავ წერტილში გრანდიოზული წარმოდგენები გაიმართა. პირველები ახალ წელს, რა თქმა უნდა, კუნძულ კირიბატიზე შეხვდნენ. გამორჩეული ცეცხლოვანი შოუ გაიმართა ოკლენდსა და სიდნეიში.

ახალი წელი უკვე დადგა იაპონიაში, ჩინეთში, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეაში, ოკეანეთის და აზიის ქვეყნების დიდ ნაწილში.

ამ წუთებში კი საზეიმო სანახაობა დაიწყო ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, სადაც სწორედ ახლა დადგა ახალი წელი.

მსოფლიო დედაქალაქებში საზეიმო კონცერტები და სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს და ახალი წელი საქართველოსაც უახლოვდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S