2023 წელს მსოფლიო მოსახლეობა თითქმის 75 მილიონით გაიზარდა
31/12/2023 16:36:11 მსოფლიო
2023 წელს მსოფლიო მოსახლეობა თითქმის 75 მილიონით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის აღწერის ბიურო ავრცელებს და წერს, რომ დეკემბრის ბოლოს დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა 8,073 მილიარდია.
აშშ-ის აღწერის ბიუროს პროგნოზით, მოსახლეობის 9 მილიარდამდე გაზრდას, სულ მცირე, 14 წელი, 10 მილიარდის მიღწევას კი დაახლოებით 16,4 წელიწადი დასჭირდება.


