რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას მარტიდან ნაწილობრივ შეუერთდებიან
31/12/2023 15:45:43 მსოფლიო
ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას საჰაერო და საზღვაო საზღვრებით შეუერთდებიან.
ევროკომისიის ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, მიღწეულია შეთანხმება რუმინეთთან და ბულგარეთთან 2024 წლის მარტიდან საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე კონტროლის მოხსნის შესახებ.
სახმელეთო საზღვრებზე კონტროლის მოხსნის შემდგომი გადაწყვეტილების შესახებ კი მსჯელობა 2024 წელს გაგრძელდება.
ევროკომისია აცხადებს, რომ შენგენის ზონაში ბულგარეთისა და რუმინეთის მიღების შესახებ გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მოგზაურობის, ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას. შეეძლებათ თუ არა სოფიას და ბუქარესტს უცხოელებისთვის შენგენის ვიზების გაცემა, არ აზუსტებენ.
ბულგარეთი და რუმინეთი 2007 წელს გახდნენ ევროკავშირის წევრები.
ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ მზად იყო, ჯერ კიდევ 2011 წელს მოეხდინა ქვეყნების ინტეგრაცია შენგენის ზონაში, მაგრამ 12 წლის განმავლობაში ბლოკავდა ამ გადაწყვეტილებას. მიზეზად ის ასახელებდა კორუფციასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ბულგარეთისა და რუმინეთის უუნარობას, დაეცვათ საკუთარი საზღვრები. კერძოდ, ავსტრია და ნიდერლანდი შიშობდნენ, რომ გაიზრდებოდა არალეგალური მიგრანტების ნაკადი.
შენგენის ზონაში ბულგარეთის შეყვანის წინააღმდეგ გამოდიოდა უნგრეთი. დეკემბერში ბუდაპეშტმა შეცვალა პოზიცია. მანამდე სოფიამ უნგრეთის ხელისუფლების ზეწოლით გააუქმა გადასახადი რუსული გაზის ტრანზიტისთვის.


