გუბერნატორი: ბელგოროდის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა
31/12/2023 07:38:33 მსოფლიო
ბელგოროდის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, ქალაქის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა.
მისი თქმით, 109 დაშავებულიდან 25 მძიმე მდგომარეობაშია.
"დაზიანდა 30 საცხოვრებელი კორპუსი, 381 ბინა, რამდენიმე კერძო სახლი და ავტომობილები", – აცხადებს გუბერნატორი.
რუსეთის ქალაქი ბელგოროდი გუშინ დაიბომბა ეს ბელგოროდში ყველაზე დიდი მსხვერპლია ომის დაწყებიდან მოყოლებული.
როგორც BBC იტყობინება წყაროზე დაყრდნობით უკრაინის სპეცსამსახურების წრეებიდან, ბელგოროდი უკრაინამ დაბომბა უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ უკანასკნელ დღეებში განხორციელებული იერიშების საპასუხოდ.
29 დეკემბერს რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელეს, 39 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 16 – კიევში.


