რუსეთმა ხარკოვზე თავდასხმა კვლავ განახორციელა
31/12/2023 07:20:30 მსოფლიო
რუსეთმა ხარკოვზე თავდასხმა კვლავ განახორციელა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე, ექვსი აფეთქება მოხდა.
ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ სინეჰუბოვის თქმით, „დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“.
ხარკოვის მერმა იჰორ ტერეხოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დარტყმა, მათ შორის საცხოვრებელ სახლზე განხორციელდა. სოციალურ ქსელებში ოთხი დაშავებულის შესახებ იტყობინებიან. დაღუპულთა და დაშავებულთა თაობაზე ოფიციალური მონაცემები ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.
29 დეკემბერს რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელეს, 39 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 16 – კიევში.


