Accentnews.ge
სტოლტენბერგი: NATO აკვირდება ვითარებას პოლონეთში

სტოლტენბერგი: NATO აკვირდება ვითარებას პოლონეთში

29/12/2023 19:01:41 მსოფლიო

ნატო აკვირდება ვითარებას პოლონეთში, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მას შემდეგ, რაც ბლოკი წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტაშეიჭრა.

"ვესაუბრე (პოლონეთის) პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას სარაკეტო ინციდენტის შესახებ პოლონეთში. ნატო სოლიდარობას უცხადებს ჩვენს მნიშვნელოვან მოკავშირეს, აკვირდება ვითარებას და ვინარჩუნებთ ვრჩებით კონტაქტში, როცა ფაქტები დადგინდება. ნატო ფხიზლად არის", – განაცხადა სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელ X-ში.

უკრაინაზე რუსეთის საჰაერო შეტევის ფონზე ობიექტი პოლონეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ შენიშნა, თუმცა მოგვიანებით ის რადარებიდან გაქრა. ობიექტის დაცემა არ დაუფიქსირებიათ.პოლონეთმა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მოგვიანებით პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა მეთაურმა, გენერალმა მაცეი კლიშჩმა თქვა, რომ რუსული რაკეტა ქვეყნის ტერიტორიაზე 40 კილომეტრის სიღრმეში შევიდა და სამი წუთის განმავლობაში მანევრირებდა, შემდეგ კურსი იცვალა და უკრაინის საჰაერო სივრცეში დაბრუნდა.

29 დეკემბის გამთენიისას დაიბომბა კიევი, ხარკოვი, ოდესა, ლვოვი, დნეპრი, ზაპოროჟიე. ქვეყნის მასშტაბით საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. ცნობილია სულ მცირე 18 დაღუპულისა და ათობით დაჭრილის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S