Accentnews.ge
გამოკითხვა:  რუსებს "მშვიდობა" და "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დასრულება სურთ

გამოკითხვა:  რუსებს "მშვიდობა" და "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დასრულება სურთ

29/12/2023 18:54:07 მსოფლიო

ახალ წელს რუსები მოუთმენლად ელიან "მშვიდობას, მშვიდობიან ცას და სპეციალური სამხედრო ოპერაციის (როგორც რუსეთში უწოდებენ უკრაინასთან ომს)დასრულებას - ეს იყო ყველაზე პოპულარული პასუხი საახალწლო სურვილების შესახებ კითხვაზე, ნათქვამია კვლევის ჯგუფის Russian Field განცხადებაში.

მკველავრების ცნობით, მშვიდობა ისურვა გამოკითხულთა 50%-მა, კიდევ 40%–მა – ჯანმრთელობა.

ასევე, რესპონდენტებს სურთ „მოთმინება, ოპტიმიზმი, არ დანებდე, არ გაუცრუვდეთ იმედები“ (14%), ბედნიერება და სიხარული (13%), „ზოგადად კეთილდღეობა“ (11%). ფულმა და ხელფასის ზრდის ვარიანტმა 10%-ით მოაგროვა.

Russian Field–მა ნოემბრის შუა რიცხვებში გამოაქვეყნა უკრაინის ომის შესახებ გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრე რუსების რაოდენობამ ომის დაწყების შემდეგ პირველად გადააჭარბა საომარი მოქმედებების გაგრძელების მომხრეთა რაოდენობას. გამოკითხულთა დაახლოებით 48%-ს მიაჩნდა, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უნდა გადავიდეს, ხოლო კვლევის მონაწილეთა 39% საომარი მოქმედებების გაგრძელებას უჭერდა მხარს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S