მედია: "ნოვოჩერკასკზე" თავდასხმის შედეგად 74 რუსი მეზღვაური დაიღუპა
29/12/2023 18:15:26 მსოფლიო
ფეოდოსიის პორტში რუსულ სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკის“ განადგურების შედეგად 74 რუსი მეზღვაური დაიღუპა და 27 დაშავდა, – იუწყება "ნეზავისიმოე ტელევიძენია სევასპოპოლია" რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტზე დაყრდნობით.
როგორც იტყობინებიან, რუსეთის საზღვაო ძალების მთავარსარდალმა ნიკოლაი ევმენოვმა ქალაქში ორდღიანი გლოვის გამოცხადება შესთავაზა. ამ დროისთვის ინფორმაცია ვერბ–გვერდიდან ამოღებულია.
რუსი მეზღვაურების დაღუპვის შესახებ წერს უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის უკრაინის ცენტრიც. ის ეყრდნობა ევმენოვის წერილს, რომელიც, "კიბერ წინააღმდეგობის" აქტივისტებმა მოიპოვეს.
"წერილის მოპოვება მოხერხდა პროპაგანდისტის საფოსტო ყუთზე კონტროლის წყალობით. მასში რუსები ადასტურებენ 26 დეკემბერს თავდაცვის ძალების მიერ ფეოდოსიაში გემზე დარტყმისას პერსონალის უმეტესობის სიკვდილს. დაშავდა კიდევ 27 მეზღვაური“, - ნათქვამია განცხადებაში.


