ზელენსკი ავდეევკაში ჩავიდა
29/12/2023 16:53:09 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავდეევკაში ჩავიდა. ეს რაიონი ერთ–ერი ყველაზე ცხელი წერტილია ფრონტის ხაზზე, რადგან რუსები შემოდგომიდან აწარმოებენ შეტევით ოპერაციებს. ადგილზე არსებული ვითარება მძიმედ ფასდება.
როგორც იუწყებიან, უკრაინის ლიდერი შეხვდა 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცებს და გაეცნო იქ არსებულ ვითარებას.
ამასთან, ზელენსკიმ ომში მონაწილე სამხედროები დააჯილდოვა.
"მადლობა ყველას, ვინც ფრონტის ხაზზე დგას, გაწეული სამსახურისთვის, ამ წლისთვის, რომელიც მთელმა ქვეყანამ გადაიტანა ასეთი ჯარისკაცების წყალობით. მათ, ვინც ყველაფრის მიუხედავად იცავს ჩვენს ქვეყანას. ვინც საბრძოლო შედეგს ყოველდღე იძლევა",– თქვა აღნიშნა ზელენსკიმ.
ავდეევკა აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონა გახდა მას შემდეგ, რაც რუსებმა წამოიწყეს შეტევები და მცდელობა, ალყაში მოაქციონ ქალაქი.
იუწყებიან, რომ რუსეთმა ყველაზე დიდი დანაკარგები ბახმუტის შემდეგ სწორედ ამ რაიონში განიცადა პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის თვალსაზრისით.


