Accentnews.ge
პოლონეთის შეიარაღებული ძალები: რუსული რაკეტა 40 კმ–ის სიღრმეში შემოვიდა და სამი წუთი მანევრირებდა

პოლონეთის შეიარაღებული ძალები: რუსული რაკეტა 40 კმ–ის სიღრმეში შემოვიდა და სამი წუთი მანევრირებდა

29/12/2023 16:38:40 მსოფლიო

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა მეთაურმა, გენერალმა მაცეი კლიშჩმა 29 დეკემბერს "უცხო ობიექტთან" დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რუსული რაკეტა ქვეყნის ტერიტორიაზე 40 კილომეტრის სიღრმეში შევიდა და სამი წუთის განმავლობაში მანევრირებდა.

კლიშჩმა აღნიშნა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ფრენის მთელ გზას პოლონეთის რადიოლოკაციური სისტემები ადევნებდნენ თვალს. ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა დაახლოებით სამი წუთი გრძელდებოდა.

“მანევრებთან, რომლებსაც ის ახორციელებდა, და პოლონური საჰაერო სივრციდან მის გაფრენასთან დაკავშირებით მე, როგორც ოპერატიულ მეთაურს, არანაირი გადაწყვეტილებები არ მიმიღია ამ ობიექტთან დაკავშირებით", - განაცხადა კლიშჩმა და დასძინა, რომ მოგვიანებით რაკეტა უკრაინის საჰაერო სივრცეში დაბრუნდა.

მისი თქმით, ღამე “რთული იყო” უკრაინისთვის და “დაძაბული იყო პოლონეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ყველა ელემენტისთვის.”

მანამდე მედია იუწყებოდა, რომ უკრაინის მხრიდან წამოსულმა "უცნობმა ობიექტმა" პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ობიექტს პოლონეთის ჰაესაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ხედავდა, თუმცა მოგვიანებით ის რადარებიდან გაქრა. ობიექტის დაცემა არ დაუფიქსირებიათ.

პოლონური მედიის ცნობით, სამხედროები ეძებდნენ შესაძლო ჩამოვარდნილ ობიექტს ან ობიექტის ნამსხვრევებს უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ ზამოსცის სამხრეთ-დასავლეთში. თუმცა კურსის ცვლილებასაც არ გამორიცხავდნენ.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სასწრაფო სხდომა მოიწვია თავდაცვის მინისტრის, გენერალური შტაბის უფროსის და ოპერატიული სამეთაურო შტაბის ხელმძღვანელის მონაწილეობით.

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები მთელი ქვეყნის მასშტაბით საბძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს.

უკრაინის საზღვრიდან მფრინავი ობიექტის გამოჩენა დაემთხვა პარასკევს უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მასირებულ თავდასხმას. 29 დეკემბის გამთენიისას დაიბომბა კიევი, ხარკოვი, ოდესა, ლვოვი, დნეპრი, ზაპოროჟიე. ქვეყნის მასშტაბით საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. ცნობილია სულ მცირე 18 დაღუპულისა და ათობით დაჭრილის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S