Accentnews.ge
არგენტინამ ოფიციალურად თქვა უარი BRICS-ში გაწევრიანებაზე

არგენტინამ ოფიციალურად თქვა უარი BRICS-ში გაწევრიანებაზე

29/12/2023 16:25:03 მსოფლიო

არგენტინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა უარი BRICS-ში გაწევრიანებაზე. შესაბამისი შინაარსის წერილები ხავიერ მილეიმ გაუგზავნა რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს და გაერთიანების სხვა წევრების – ბრაზილიის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის - ლიდერებს.

წერილში პრეზიდენტი ხავიერ მილეი აღნიშნავს, რომ არგენტინის ახალი ხელისუფლება ბევრ ასპექტში განსხვავდება წინამორბედისგან და წინა ხელისუფლების მიერ მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება გადაიხედება“.

„ამასთან დაკავშირებით, მინდა, გაცნობოთ, რომ ამ ეტაპზე 2024 წლის 1 იანვრიდან არგენტინის რესპუბლიკის სრულფასოვან წევრად BRICS-ში გაწევრიანება შესაძლებელი არ არის,” - აღნიშნავს მილეი თავის წერილში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S