Accentnews.ge
ყაზახეთი "თალიბანს" ტერორისტულ ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს

ყაზახეთი "თალიბანს" ტერორისტულ ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს

29/12/2023 16:07:31 მსოფლიო

ყაზახეთის უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღოს "თალიბანი", – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აიბეკ სმადიაროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასტანა კვლავაც გააგრძელებს გაეროს გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების დაცვას ავღანეთის მიმართ.

ყაზახეთმა 2005 წლის მარტში, "თალიბანი" ოფიციალურად გამოაცხადა ტერორისტულ ორგანიზაციად. თუმცა მას შემდეგ, რაც "თალიბანმა" ავღანეთში ხელისუფლება იგდო ხელთ, ყაზახეთმა რამდენიმე ოფიციალური დელეგაცია გაგზავნა ქაბულში.

ამასთან, სექტემბერში ასტანაში გამართულ ბიზნესფორუმს ესწრებოდნენ "თალიბანის" წარმომადგენლები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S