Accentnews.ge
უკრაინის საგარეო: „ზავზე“ საუბარი არ შეაჩერებს რუსეთის აგრესიას

უკრაინის საგარეო: „ზავზე“ საუბარი არ შეაჩერებს რუსეთის აგრესიას

29/12/2023 14:39:30 მსოფლიო

29 დეკემბერს რუსეთის მასიურმა თავდასხმამ უკრაინაზე აჩვენა, რომ არავითარი საუბარი "ზავის", "ტერიტორიების დროებით დათმობაზე", "დაღლილობაზე", "მოლაპარაკებებზე" და სხვა "დათმობებზე" არ შეაჩერებს რუსეთის აგრესიას, არამედ გაზრდის მის მასშტაბებს,– განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„29 დეკემბრის ღამეს რუსეთის ფედერაციამ განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე მასიური სარაკეტო იერიში უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე... საავადმყოფო, სკოლა, საცხოვრებელი კორპუსი, საბავშვო ბაღი, ოფისი, მეტროს სადგური, სავაჭრო ცენტრი - ეს მხოლოდ რამდენიმე სამოქალაქო ობიექტია, რომლებსაც რუსული არმია დაესხა თავს. დაბომბვის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ნანგრევების ქვეშ მოყოლილთა ძებნა გრძელდება“, - აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ჯარები ებრძვიან მშვიდობიან მოსახლეობას – ქალებს, , ბავშვებს, მოხუცებს და „დანაშაულები, რომელიც რუსეთმა დღეს ჩაიდინა უკრაინაში, არის მისი შურისძიება იმის გამო, რომ ვერ შეძლო, ბრძოლის ველზე გაეტეხა უკრაინის თავდაცვის ძალები“.

„ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააერთიანოს ყველა ძალისხმევა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რუსული გენოციდის შესაჩერებლად... რუსეთი არ განიხილავს სხვა სცენარებს, გარდა უკრაინის სრული განადგურებისა. ამ კონტექსტში, ჩვენ მადლიერები ვართ პარტნიორების, რომლებმაც ჩვენს სახელმწიფოს მიაწოდეს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები. დღეს თქვენმა დახმარებამ მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელების დაცვის ერთადერთი შესაძლო გზა არის უკრაინის თავდაცვისათვის ყველა საჭირო სამხედრო და ფინანსური საშუალების მიწოდება.

რუსეთმა ღამით და დილით უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მორიგი მასიური დარტყმა განახორციელა. აფეთქებები დაფიქსირდა ლვოვის, კიევის, ხარკოვის, დნეპრისა და ჩერკასის, სუმის, ოდესის რეგიონებში. ზოგიერთ ქალაქს დილით რამდენჯერმე დაესხნენ თავს. დაიღუპა, სულ მცირე, 15, დაშავდა ათობით ადამიანი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ 29 დეკემბერს რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე ყველაზე მასიური საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა ტიპის 158 რაკეტიდან და უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს 114: 27 შაჰედ-136/131 დრონი და 87 Kh-101/Kh-555/Kh-55 ფრთოსანი რაკეტა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S