ამერიკელებმა წითელ ზღვაში თვითმფრინავი და ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს
29/12/2023 11:23:30 მსოფლიო
ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა წითელ ზღვაში ჩამოაგდო დრონი და გემსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ირანის მხარდაჭერილი იემენელი ჰუთი მეამბოხეების მიერ იყო გასროლილი. იუწყება აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის პრესსამსახური (CENTCOM).
„USS Mason-მა (DDG 87) ჩამოაგდო ერთი უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა სამხრეთ წითელ ზღვაში, რომლებიც გაშვებულ იქნა ჰუთების მიერ“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც სარდლობამ აღნიშნა, რაიონში მყოფი 18 გემიდან არც ერთი არ დაზიანებულა და დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პენტაგონი ცდილობს, დაარწმუნოს გადამზიდავი კომპანიები, რომ მრავალეროვნული ძალები უზრუნველყოფენ ტრანსპორტირების უსაფრთხოებას წითელი ზღვისა და სუეცის არხის გავლით, მიუხედავად იმისა, რომ ჰუთი მეამბოხეების თავდასხმები გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა მისია 10 მოკავშირის მონაწილეობით კომერციულ გემებზე ჰუთი მეამბოხეების თავდასხმების წინააღმდეგ, რომლებიც მიემგზავრებიან აღმოსავლეთიდან ევროპაში.


