დეკემბრის დასაწყისიდან უმსხვილესი რუსული ავიაკომპანიის მეშვიდე თვითმფრინავი დაზიანდა
29/12/2023 10:19:24 მსოფლიო
რუსული "აეროფლოტის" თვითმფრინავი, რომელიც ახორციელებდა რეისს SU521 დუბაი - მოსკოვი, ვერ აფრინდა აეროპორტიდან დაზიანებული ბორბლის გამო, განუცხადეს კომპანიაში РБК–ს.
ბორბლის გამოცვლის შემდეგ, რომელსაც 14 საათი დასჭირდა, "აეროფლოტმა" გამოაცხადა ეკიპაჟის დასვენების აუცილებლობა „რათა არ გადააჭარბოს დასაშვებ სამუშაო საათებს“. შედეგად, თვითმფრინავი, რომელიც დუბაიდან 28 დეკემბერს 16:00 საათზე უნდა აფრენილიყო, კვლავ აეროპორტშია.
იუწყებიან, რომ ეს უმსხვილესი რუსული ავიაკომპანიის თვითმფრინავებთან დაკავშირებული მეშვიდე ინციდენტია თვის დასაწყისიდან.
სანქციების გამო რუსულ ავიაკომპანიებს ხომალდების მოვლასთან დაკავშირებით შეექმნათ პრობლემები, რადგან ძირითადად იმპორტირებულ დეტალებზე იყვნენ დამოკიდებულები.


