Accentnews.ge
ირანმა "მოსადთან" "დაკავშირებული" ოთხი "დივერსანტის" სიკვდილით დასჯის შესახებ განაცხადა

ირანმა "მოსადთან" "დაკავშირებული" ოთხი "დივერსანტის" სიკვდილით დასჯის შესახებ განაცხადა

29/12/2023 07:46:24 მსოფლიო

ირანმა სიკვდილით დასაჯა ისრაელის ეროვნულ სადაზვერვო სამსახურ „მოსადთან“ "დაკავშირებული" ოთხი „დივერსანტი“, იტყობინება Reuters 29 დეკემბერს ირანულ საინფორმაციო სააგენტო Mizan–ზე დაყრდნობით.

როგორც ირანული სააგენტო წერს, მამაკაცებმა „ჩაიდინეს ფართომასშტაბიანი ქმედებები ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ“ და განაჩენის აღსრულებას „წინ უძღოდა სასამართლო პროცესი“. ინფორმაციის გამოქვეყების მომენტში ისრაელის მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ ირანი მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასს", რომელმაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა. თუმცა, თეირანი უარყოფს რაიმე სახის მონაწილეობას ამ ტერორისტულ აქტში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S