Accentnews.ge
რუსული ციხიდან გათავისუფლებული "ტულუნის მანიაკი" უკრაინაში მოკლეს

რუსული ციხიდან გათავისუფლებული "ტულუნის მანიაკი" უკრაინაში მოკლეს

29/12/2023 07:15:57 მსოფლიო

რუსი სერიული მოძალადე, 55 წლის პაველ შუვალოვი, რომელსაც 2021 წელს 24 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, უკრაინაში მოკლეს.

მედია წერს, რომ გამოცემის ცნობით, ე.წ. "ტულუნის მანიაკი" მაისში ლუგანსკთან ახლოს დაიღუპა. მისი ცხედარი ბრძოლის ველიდან არ გადაუტანიათ,– თქვა სამმა თანამებრძოლმა.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, მან მიმდინარე წლის აპრილში მოაწერა ხელი კონტრაქტს კერძო სამხედრო კომპანიასთან. ომში 23 დღე გაატარა, ხოლო კოლონიაში სამ წელზე ნაკლები.

გამომძიებლების თქმით, 1991 წლიდან 2019 წლამდე შუვალოვმა გააუპატიურა მინიმუმ 27 ქალი, მათგან ორი მოკლა. მან დანაშაული ჩაიდინა ირკუტსკის ოლქის ტულუნში (ქალაქი, რომლის მოსახლეობაც 40 ათასზე ნაკლებია). როგორც განმარტავენ, სასამართლოში მხოლოდ ორი გაუპატიურების და ორი მკვლელობის საქმეები დადასტურდა იმის გამო, რომ 2019 წელს საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი 2019 წელს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზიანდა.

ის 2019 წელს დააკავა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლების სპეციალურმა ჯგუფმა, რომელიც შეიქმნა სპეციალურად სერიული დანაშაულებების გამოსაძიებლად.

რუსეთში უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ მკვლელებს, მოძალადეებს და სხვა მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს რეგულარულად ათავისუფლებენ პატიმრობიდან. დაღუპულთა და დაშავებულთა ახლობლები აპროტესტებენ ამ გადაწყვეტილებას, თუმცა უშედეგოდ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S