ხარკოვის მერი: რუსეთმა ქალაქზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმა კვლავ განახორციელა
29/12/2023 05:38:39 მსოფლიო
ხარკოვის მერ იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსეთმა ქალაქზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმა კვლავ განახორციელა.
ტერეხოვის თქმით, მისთვის ცნობილია სულ ცოტა 8-ჯერ დაბომბვის შესახებ. ტერეხოვის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე საოლქო ადმნისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა ტელეგრამ–არხზე დაწერა, რომ ქალაქში 10 რაკეტა ჩავარდა.
„არის გარკვეული პრობლემები ტრანსპორტისთვის ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი სპეციალისტები უკვე მუშაობენ ელექტრომომარაგების მიწოდესბი აღდგენაზე., - წერს ხარკოვის მერი სოციალურ ქსელში.
მსხვერპლის შესახებ ცნობები ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.


