Accentnews.ge
უმსხვილესმა კრიპტობირჟამ რუსებს თანხების გატანა მოსთხოვა

უმსხვილესმა კრიპტობირჟამ რუსებს თანხების გატანა მოსთხოვა

28/12/2023 19:14:01 მსოფლიო

მსოფლიოს უმსხვილესმა კრიპტობირჟამ Binance-მა რუს კლიენტებს გაუგზავნა მოთხოვნა, რომ 29 დეკემბრამდე თავიანთი თანხები გადაიტანონ.

როგორც Binance–შ აცხადებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში 29 დეკემბრიდან რუსების მიერ გახსნილი ყველა პოზიცია თანდათან დაიხურება.

აგვისტოში Binance - მა რუსებისთვის რუბლის გარდა, ნებისმიერი ვალუტით ვაჭრობისთვის შეზღუდვები შემოიღო. კრიპტობირჟას არ განუმარტავს, თუ რას უკავშირდება შეზღუდვები, მაგრამ მანამდე, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო გამოძიება Binance-ს მიმართ, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S