Accentnews.ge
უკრაინა: რუსების მიერ ზაპოროჟიეს ოლქის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინა: რუსების მიერ ზაპოროჟიეს ოლქის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

28/12/2023 17:16:47 მსოფლიო

ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე იური მალაშკო და უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყებიან, რომ რუსების მიერ ზაპოროჟიეს ოლქის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.

მათი ცნობით, 28 დეკემბერს რუსმა ოკუპანტებმა არტილერიით ზაპოროჟიეს ოლქში სოფელი ბელენკოე და ქალაქი ორეხოვი დაბომბეს, რის შედეგადაც სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, სოფელ ბელენკოეს დაბომბვის შედეგად ორი მეთევზე დაიღუპა, ხოლო ხუთმა სამოქალაქო პირმა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიიღეს. იმავე დღეს ქალაქ ორეხოვის დაბომბვის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები ქალი გარდაიცვალა, ხოლო ოთხი პირი დაიჭრა.

უკრაინული მედიის ცნობით, დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინის რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე მიიტანა იერიში არტილერიის, ავიაციისა და დრონების საშუალებით. უმრავლეს შემთხვევაში უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს თავდასხმა და იქით გაუხსნეს ცეცხლი მოწინააღმდეგეს დონეცკისა და ხერსონის მიმართულებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S