პოლონეთში საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო
28/12/2023 17:02:39 მსოფლიო
პოლონეთის ახალი მთავარობის გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო.
პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობის შეფასებით, ბოლო რვა წლის განმავლობაში სახელმწიფო მედია ყოფილი მმართველი პარტიის „სამართლისა და სამართლიანობის“ პროპაგანდის ინსტრუმენტად იქცა.
მანამდე, ტუსკის მომხრე საპარლამენტო კოალიციამ პირობა დადო, რომ უფრო დაბალანსებული მიდგომის მქონე ახალ მედიასაშუალებებს შექმნიდა.


