Accentnews.ge
კამჩატკის გუბერნატორმა 9–წევრიანი ოჯახის ამოხოცვაში ეჭვმიტანილები ჯერ დააჯილდოვა, შემდეგ მათგან დისტანცირება სცადა

კამჩატკის გუბერნატორმა 9–წევრიანი ოჯახის ამოხოცვაში ეჭვმიტანილები ჯერ დააჯილდოვა, შემდეგ მათგან დისტანცირება სცადა

28/12/2023 13:49:10 მსოფლიო

კამჩატკის გუბერნატორი ვლადიმირ სოლოდოვი ირწმუნება, რომ არაფერი იცოდა იმ სამხედროების სესახებ, რომლებიც თავად დააჯოლდოვა, თუმცა მოგვიანებით დააკავეს უკრაინის ქალაქ ვოლნოვახაში მშვიდობიანი მოქალაქეების ამოხოცვისთვის.

როგორც ოფიციალურმა პირმა Kam 24-თან ინტერვიუში განაცხადა, გამოძიების დეტალებს არ იცნობს და ამის შესახებ მედიით შეიტყო.

„მე პირადად არ ვიცნობ ამ სამხედრო მოსამსახურეებს. მათ დანყოფში სტუმრობისას შევხვდი, სადაც საჩუქრები და ფორმები მივიტანეთ. რა თქმა უნდა, მათთან ფოტოს გადაღებაზე უარი არ ვთქვი. მაგრამ შენიღბული პირის იდენტიფიცირება და იმის გაგება, რომ სწორედ მან ჩაიდინა დანაშაული, რთული ამოცანაა“, - თქვა სოლოდოვმა.

ოქტომბრის ბოლოს დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ვოლნოვახაში კაპკანეცების ოჯახიამოხოცეს: ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. რუსეთის ხელისუფლებამ ამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა. მედიის ცნობით, ესენი არიან 80-ე საკონტროლო ბრიგადის სამხედროები უსურიისკიდან (პრიმორსკის ტერიტორია) - 21 წლის ანტონ სოფოვი და 28 წლის სტანისლავ რაუ. რუსული ტელეგრამ–არხების ცნობით, მკვლელობის მიზეზი ალკოჰოლის რეალიზაციასთან დაკავშირებული დავა გახდა.

გუბერნატორი სოლოდოვი სამხედროებს აგვისტოში შეხვდა და დააჯილდოვა. ამ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე სამხედრო მოსამსახურეებმა მონაწილეობა მიიღეს ბრძოლებში სოფელ ნოვომაიორსკოესთან და თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ჯილდოები გადასცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S