Accentnews.ge
ლუკაშენკოს რეჟიმმა ერთი ოჯახს ოთხი წევრი დააკავა ღალატის ბრალდებით

ლუკაშენკოს რეჟიმმა ერთი ოჯახს ოთხი წევრი დააკავა ღალატის ბრალდებით

28/12/2023 13:21:23 მსოფლიო

ბელარუსში, გომელში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ერთი ოჯახის ოთხი წევრი დააკავეს. იუწყება უფლებადაცვითი ცენტრი "ვესნია". რას ეფუძნება ბრალდება, უცნობია.

უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებულები არიან ცოლ–ქმარი – ვასილი და ლარისა პროხოროვები და მათი შვილები – ანასტასია და პაველი. ყველა მათგანი ქალაქის წინასწარი დაკავების No3 იზოლატორში იმყოფება.

ვასილი და პაველი მშენებლებად მუშაობენ, ლარისა გომელის No3 საავადმყოფოს მედდაა, ანასტასია კი რეგიონულ საავადმყოფოში მუშაობს. ღალატის შესახებ მუხლით მათ 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S