Accentnews.ge
გარდაიცვალა იარაღის მწარმოებელი გასტონ გლოკი

გარდაიცვალა იარაღის მწარმოებელი გასტონ გლოკი

28/12/2023 12:49:46 მსოფლიო

გარდაიცვალა იარაღის ცნობილი მწარმოებელი, ავსტრიელი ინჟინერი გასტონ გლოკი.

მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კომპანიამ გაავრცელა.

გლოკი 94 წლის იყო.

ვენელმა მეწარმემ სახელი გაითქვა „გლოკის“ ტიპის მსუბუქი იარაღით.

„გლოკ 17-მა,“ რომელიც 1980-იან წლებში გამოვიდა, პლასტიკური მასის მაღალი შემცველობით რევოლუცია მოახდინა იარაღის მსოფლიოს ბაზარზე.

„გლოკის“ ტიპის პისტოლეტებს მოიხმარენ გერმანიის, ავსტრიის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების უშიშროების ძალები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S