Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: ყირიმში "ნოვოჩერკასკის" განადგურება დარტყმაა რუსეთის ლოგისტიკისთვის

ბრიტანული დაზვერვა: ყირიმში "ნოვოჩერკასკის" განადგურება დარტყმაა რუსეთის ლოგისტიკისთვის

28/12/2023 12:33:30 მსოფლიო

ყირიმში, ფეოდოსიის პორტზე თავდასხმისას რუსული დიდი სადესანტო გემის "ნოვოჩერკასკის" განადგურებამ შეასუსტა რუსეთის ლოგისტიკა, – იუწყება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისას, სავარაუდოდ, აპირებდა თავისი სადესანტო გემების მნიშვნელოვანი სადესანტო ოპერაციებისთვის გამოყენებას და ომისთვის მზადებისას გააორმაგა ამ გემების რაოდენობა შავ ზღვაში. ომის გაჭიანურების პირობებში, "გემებს სულ უფრო ხშირად იყენებენ ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის".

"ეს მნიშვნელოვანი როლია, რადგან აძლიერებს ქერჩის ხიდის სასიცოცხლო და შედარებით არასტაბილურ საავტომობილო და სარკინიგზო კავშირებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

26 დეკემბრის ღამეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი „ნოვოჩერკასკი“ უკრაინის დარტყმის შედეგად მთლიანად განადგურდა. როგორც ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, ღია წყაროებიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ მაღალი ალბათობით, გემს დარტყმის დროს ფეთქებადი ტვირთი გადაჰქონდა, რასაც ძლიერი მეორადი აფეთქება მოჰყვა.

ბრიტანული დაზვერვა მიუთითებს, რომ ეს რუსეთის მიერ დაკარგული მესამე დიდი სადესანტო გემია: "სარატოვი" ჩაიძირა 2022 წლის 24 მარტს, ხოლო "მინსკი" ფუნქციურად განადგურდა 2023 წლის 13 სექტემბერს. სავარაუდოდ დაზიანდა კიდევ ორი ​​წყალქვეშა ნავი. იუწყებიან, რომ რუსეთს 10 მსგავსი ხომალდი დარჩა.

„რუსეთს შეცდომაში შეჰყავდა [საზოგადოება], როცა ამბობდა, რომ პუტინის სამხედრო ხომალდი „ნოვოჩერკასკი“ მხოლოდ „დაზიანდა“ - ის მთლიანად განადგურდა!“ – დაწერა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა სოციალურ ქსელ X-ში.

მისივე თქმით, ამ თავდასხმამ დაადასტურა, რომ ისინი, რომლებიც თვლიან, რომ უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, ცდება.

მან დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, 2024 წელს „ცივილიზებულმა სამყარომ განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერას ამ ეპოქის განმსაზღვრელ ბრძოლაში, რომელიც ვითარდება ევროპაში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S