Accentnews.ge
ყაზახეთში საახალწლოდ ბავშვები მაღალჩინოსნებმა ვადაგასული ტკბილეულით დაასაჩუქრეს

ყაზახეთში საახალწლოდ ბავშვები მაღალჩინოსნებმა ვადაგასული ტკბილეულით დაასაჩუქრეს

28/12/2023 11:47:37 მსოფლიო

ყაზახეთში, ქალაქ აკსუში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ტრადიციულ საახალწლო საქველმოქმედო ღონისძიებაზე ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ვადაგასული ტკბილეული დაურიგეს.

როგორც მედია წერს, ღონისძიების შემდეგ მშობლებმა შეამჩნიეს, რომ კანფეტები უჩვეულოდ იყო გამაგრებული და თან სპეციფიური სუნიც სდიოდა. გაირკვა, რომ ტკბილეულს ვადა ჰქონდა გასული.

"არ ვიცი რა მოხდა, მეც ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს",– თქვა ქალაქის მერმა.

მისი თქმით, სპონსორმა შეცდომა აღიარა და 174 ოჯახში შეცვლილი პროდუქცია მივიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S