რუსეთში პილოტმა თვითმფრინავი აეროპორტის ნაცვლად, გაყინულ მდინარეზე დასვა
28/12/2023 09:04:33 მსოფლიო
რუსული ავიაკომპანია The Polar Airlines-ის პილოტმა საბჭოთა წარმოების სამგზავრო თვითმფრინავი An-24 შეცდომით, აეროპორტის ნაცვლად, გაყინულ მდინარეზე დასვა.
ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი და 30 მგზავრი, მათ შორის ორი ბავშვი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.
წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი თვითმფრინავის ეკიპაჟის შეცდომაა.


