თურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი დაშავდა
28/12/2023 07:47:30 მსოფლიო
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მომხდარი ავარიის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი დაშავდა, – იუწყება თურქული მედია.
მისი ინფორმაციით, ავარიაში მოჰყვა 7 ავტომანქანა, მათ შორის იყო სამი სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო მანქანაც.
![]()

დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
სტამბულის მიმართულებით ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია.


