უკრაინის საჰაერო ძალები: რუსების მიერ გაშვებული 8 დრონიდან 7 ჩამოვაგდეთ
28/12/2023 06:10:44 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ბოლო 24 სათში რუსების მიერ გაშვებული 8 დრონიდან 7 ჩამოაგდეს.
"დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადისა და ზაპოროჟიეს ოლქებში შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ“, - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების მიერ ტელეგრამ–არხზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა დრონები რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან გაუშვეს.


