აშშ-მა უკრაინას დამატებით 250 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო
28/12/2023 05:50:59 მსოფლიო
აშშ-მა უკრაინას დამატებით 250 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
სამხედრო დახმარების პაკეტი, მათ შორის მოიცავს საბრძოლო მასალას მაღალი მობილურობის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარ HIMARS MLRS-ისა და NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
რა შედის ახალ პაკეტში:
- საზენიტო რაკეტა „სტინგერები“;
- 155 მმ-იანი და 105 მმ-იანი ჭურვები;
- TOW-ის სისტემის რაკეტები;
- ტანკსაწინააღმდეგო სისტემები „ჯაველინები“ და AT-4-ები;
- ცეცხლსასროლის იარაღის 15 მილიონზე მეტ ტყვია;
- ასაფეთქებელ საბრძოლო მასალა, სათადარიგო ნაწილები და სამედიცინო აღჭურვილობა.
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ცალკე პაკეტი, რომლის ღირებულება 106 მილიარდ დოლარზე მეტია, ჯერ კიდევ არ მიუღია კონგრესს. პაკეტი გულისხმობს უკრაინისათვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების გაწევას, ასევე თანხებს ისრაელისა და ტაივანისთვის, ღაზას სექტორის დახმარებისთვის და მექსიკა-აშშ-ის საზღვრის გაძლიერებისთვის.
საერთო ჯამში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან შეერთებულმა შტატებმა კიევს 44,2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღი და ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა.


