ზელენსკი: მნიშვნელოვანი შედეგებია ჩვენი რაკეტების წარმოებაში
27/12/2023 17:57:10 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2023 წელს უკრაინამ აღჭურვილობისა და იარაღის ეროვნული წარმოება წინა წელთან შედარებით გაასამმაგა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი შედეგებია რაკეტებისა და დრონების წარმოების მხრივ.
"ძალზე მნიშვნელოვანი ზრდაა საბრძოლო მასალის წარმოებაში, კერძოდ, არტილერიისთვის. სისტემურ დონეზე, უკრაინა ავითარებს ისეთი უაღრესად საჭირო საშუალებების წარმოებას, როგორიცაა საბრძოლო მასალა ჩვენი დრონებისთვის. ასევე მნიშვნელოვანი შედეგებია ჩვენი რაკეტების წარმოებაში. რაკეტებთან დაკავშირებით რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები უკვე უფრო ხელშესახებია", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.


