Accentnews.ge
ერდოღანმა ნეთანიაჰუ ჰიტლერს შეადარა, საპასუხოდ ისრაელის პრემიერმა ქურთების გენოციდში დაადანაშაულა თურქეთის ლიდერი

ერდოღანმა ნეთანიაჰუ ჰიტლერს შეადარა, საპასუხოდ ისრაელის პრემიერმა ქურთების გენოციდში დაადანაშაულა თურქეთის ლიდერი

27/12/2023 17:20:58 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ–მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ადოლფ ჰიტლერს შეადარა და განაცხადა, რომ მათ ქმედებებში განსხვავებას ვერ ხედავს.

"როგორ განსხვავდები ჰიტლერისგან? რაიმეთი განსხვავდება ნეთანიაჰუს ქმედებები ჰიტლერის ქმედებებისგან?", - განაცხადა მან და დასძინა, რომ ისრაელს აშშ-ის ყოველმხრივი მხარდაჭერა აქვს, თუმცა ამ მხარდაჭერით "20 000 ღაზელი მოკლეს".

ამ შეფასების კომენტირებისას ნეთანიაჰუმ ერდოღანი ქურთების გენოციდში დაადანაშაულა.

მისი თქმით, პირი, რომელიც "გენოციდს ახორციელებს და მისი მმართველობის მოწინააღმდეგე ჟურნალისტების დაპატიმრებით მსოფლიოში რეკორდსმენია", უკანასკნელია, ვინც ისრაელს მორალს უნდა უკითხავდეს.

„ისრაელის თავდაცვის ძალები ყველაზე მორალური არმიაა მთელ მსოფლიოში, რომელიც იბრძვის და ანადგურებს ყველაზე ამაზრზენ და ძალადობრივ ტერორისტულ ორგანიზაციას მსოფლიოში, ჰამას-დაეშს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ერდოღანი მას აქებს და მასპინძლობს მათ ლიდერებს“, – თქვა ერდოღანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S