ეიფელის კოშკის თანამშრომლები გაიფიცნენ
27/12/2023 16:42:30 მსოფლიო
პარიზში ეიფელის კოშკის თანამშრომლები გაიფიცნენ.
იუწყებიან, რომ თანამშრომლებმა გაფიცვის თარიღად 27 დეკემბერი საგანგებოდ აირჩიეს, რადგან 100 წლის წინ სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა კოშკის შემქმნელი გუსტავ ეიფელი. ისინი ეიფელის კოშკის მართვის მოქმედ მეთოდებს აპროტესტებენ. კერძოდ, აცხადებენ, რომ კოშკს დღეს ბიზნეს მოდელით მართავენ, რომელიც ზედმეტად ამბიციური და არასიცოცხლისუნარიანია – დაფუძნებელია არასწორად დათვლილ ხარჯებსა და დამთვალიერებლებზე.
მემარცხენე პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით, ეიფელის კოშკის მომავალი წლის ბიუჯეტში ნათქვამია, რომ 2024 წელს პარიზის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას 7,4 მილიონი ვიზიტორი ეწვევა, რაც ვერ შესრულდება.
2022 წელს ეიფელის კოშკს 5,9 მილიონი ტურისტი ეწვია.


