Accentnews.ge
უკრაინის პროკურატურა: ოკუპანტებმა რობოტინოსთან სამხედრო ტყვეები დახვრიტეს

უკრაინის პროკურატურა: ოკუპანტებმა რობოტინოსთან სამხედრო ტყვეები დახვრიტეს

27/12/2023 14:33:01 მსოფლიო

დეკემბერში უკრაინის თავდაცვის ძალებთან საბრძოლო შეტაკების დროს, სოფელ რობოტoნესთან, რუსული არმიის სამხედროებმა უკრაინელი ჯარისკაცები დახვრიტეს. იუწყება უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს იძიებს.

როგორც იუწყებიან, ოკუპანტებმა სამი უკრაინელი სამხედრო იგდეს ტყვედ და დაახლოებით ერთ საათში სიკვდილით დასაჯეს.

„ეს არის აგრესორი ქვეყნის მიერ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული სამხედრო ტყვეების მოპყრობის უხეში დარღვევის კიდევ ერთი შემთხვევა. მაგალითად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინტერნეტში გამოჩნდა რუსი სამხედროების მიერ დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცების სიკვდილით დასჯის ვიდეო. ასევე დაფიქსირდა უკრაინელი სამხედრო ტყვეების "ცოცხალ ფარად" გამოყენება ფრონტის ხაზზე. რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. ყოველი ასეთი დანაშაულისთვის რუსეთი დაისჯება. “- აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურატურაუწყების ცნობითვე, ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტსივრცეში გავრცელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S