Accentnews.ge
რუსეთი ნორვეგიისა და ფინეთის საზღვრებთან ჰაუბიცების განლაგებას გეგმავს

რუსეთი ნორვეგიისა და ფინეთის საზღვრებთან ჰაუბიცების განლაგებას გეგმავს

27/12/2023 13:41:11 მსოფლიო

რუსეთი ნორვეგიისა და ფინეთის საზღვრებთან ჰაუბიცების განლაგებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია "როსტეკის" ხელმძღვანელმა სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა, წერს Reuters.

რუსეთის ჩრდილოეთ საზღვართან საარტილერიო ერთეულების პირველი დანაყოფი 2023 წლის ბოლომდე განთავსდება.

"ასეთი ტიპის ჰაუბიცები საჭიროა, რათა გვქონდეს უპირატესობა არტილერიის დასავლურ მოდელებთან სასროლი მანძილის კუთხით" - თქვა სერგეი ჩემეზოვმა.

2023 წლის დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა Coalition-SV-ის ტიპის ჰაუბიცები უკრაინის ფრონტზე განალაგა. ასეთი ტიპის ჰაუბიცები საარტილერიო ჭურვებს დაახლოებით 70 კილომეტრის მანძილზე ისვრიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S