თურქეთში მიწისძვრა მოხდა
27/12/2023 13:37:31 მსოფლიო
თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში, კასთამონუსთან 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 16:04 საათზე დაფიქსირდა, მისი სიღრმე კი 4.2 კმ. იყო.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.


