Accentnews.ge
ზალუჟნი: აღმოვაჩინეთ პრობლემები და 90% გადავწყვიტეთ

ზალუჟნი: აღმოვაჩინეთ პრობლემები და 90% გადავწყვიტეთ

27/12/2023 14:51:12 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ რუსეთთან ომში თავისი მთავარი შეცდომა უწოდა იმ მსხვერპლის შეუფასობლებას, რომელზე წასვლაც მოსკოვს შეუძლია.

„ვფიქრობდი, რომ დანაკარგების რაოდენობა, რომელიც ჩვენ მივაყენეთ, ნებისმიერს სეაჩერებდა. მაგრამ არა რუსეთის ფედერაციას“, - განაცხადა ზალუჟნიმ პრესკონფერენციაზე.

თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის პრიორიტეტი რჩება ეფექტური ქმედებები, რაც საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლე, – აღნიშნა მთავარსარდალმა.

მისი თქმით, უკრაინის არმია იცავს მიწის „ყოველ გოჯს“, მაგრამ როცა „მტრის ჭურვები იწყებენ ამ ადგილის გათხრას ქვებთან, მიწასთან, ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად, ჩვენთვის ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მოუწოდა, ნუ "შექმნიან ტრაგედიას" დასახლებების დაკარგვისგან, რადგან „საომარი მოქმედებების წარმოება საკუთარ კანონებს ექვემდებარება“.

მისი თქმით, რუსული არმია ქალაქების აღებისას ერთსა და იმავე "მეთოდს" იყენებს: იყენებს: დიდი რაოდენობით ჭურვების გამოყენებით ანადგურებენ მათ, 2-3 თვეში კი ნებისმიერი ქალაქი ბახმუტად გადაქცევა. ახლა ეს ხდება ავდეევკასა და მარინკაში, – აღნიშნა ზალუჟნიმ.

ზალუჟნი ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, 2024 წელი განსხვავებული იქნება: „ჩვენ ვიპოვეთ პრობლემები და 90% გადავწყვიტეთ<…> ჩვენი პარტნიორები დაგვეთანხმნენ“.

აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის დანაკარგებმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 315 ათას სამხედრო მოსამსახურეს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების ჩათვლით. ეს არის იმ პერსონალის დაახლოებით 87%, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჰყავდა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე.

ამავდროულად, რუსეთი კვლავ განიცდის დანაკარგებს: 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში რუსეთის არმიამ დაკარგა 13 ათასი სამხედრო მოსამსახურე მოკლული და დაჭრილის სახით დონეცკის ოლქის ავდეევკა - ნოვოპავლოვკას მიმართულებით აქტიური შეტევის გამო.

შეერთებული შტატების მონაცემებით, უკრაინის დანაკარგებმა ნოემბრის დასაწყისისთვის 190 ათას ადამიანს მიაღწია. აქედან 70 ათასი დაიღუპა, 120 ათასამდე დაშავდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S