შტუპუნი: ავდეევკას ალყაში მოქცევის რეალური საფრთხე არ არსებობს, ამ რაიონში რუსებს ყოველდღიურად 300-400 მოკლული და დაჭრილი ჰყავთ
27/12/2023 12:49:11 მსოფლიო
რუსების მიერ ავდეევკას ალყაში მოქცევის რეალური საფრთხე არ არსებობს, ამ რაიონში რუსებს ყოველდღიურად 300-400 მოკლული და დაჭრილი ჰყავთ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების ტავრიის მიმართულების პრეს-ცენტრის სპიკერმა ალექსანდრ შტუპუნმა ისაუბრა.
"ახლა ჩვენ სტაბილურად ვიცავთ თავს. ყოველთვის არის ალყაში მოქცევის და გარღვევის საფრთხე. მაგრამ ჩვენ ვაგროვებთ რეზერვებს, ფორმაციებს ვცვლით, მტერს ზარალს ვაყენებთ. ის ყოველდღიურად კარგავს 300-400 კაცს დაღუპულებისა და დაჭრილების სახით და ბევრ სამხედრო ტექნიკას. ამიტომ, ახლა ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ალყის რაიმე რეალურ საფრთხეზე." - თქვა მან.
მისივე ინფორმაციით, ზაპორიჟიეს რეგიონის რობოტინოს რაიონში ბოლო 3 დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დამპყრობლების ორი დიდი ჯგუფი დაატყვევეს:
"ისინი პრაქტიკულად, უბრძოლველად ჩაბარდნენ. ჩვენმა ორმა სამხედრომ შეიპყრო დამპყრობლების გაცილებით დიდი ჯგუფი. ამ მიმართულებაზე მათი მორალური განწყობა ძალიან დაბალია".


