თურქეთი სირიის სამ ქალაქში 50–მდე ობიექტის დაბომბვის შესახებ იუწყება
27/12/2023 10:41:49 მსოფლიო
თურქეთმა სირიის სამ ქალაქში განახორციელა საჰაერო დარტყმები. ამის შესახებ თურქული მედია ქვეყნის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით წერს.
იუწყბიან, რომ დაიბომბა ქურთების 50-მდე ობიექტი აიინ ალ-არაბში, ქამიშლისა და ამუდაში.
ამავე წყაროების ცნობით, ამ ლოკაციებზე "ტერორისტული ორგანიზაციის მაღალი დონის წევრები იმყოფებოდნენ".
"უსაფრთხოების წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციის მიერ გამოყენებული მასალები, ტანსაცმლის და იარაღის ჩათვლით, ქარხნებში იწარმოება. დაზვერვამ მოახდინა საველე აგენტების მობილიზება და დაადგინა, რომ სამხედრო, ეკონომიკური და ლოგისტიკური ობიექტები მოქმედებდნენ სირიის ქამიშლის, ამუდისა და აინ ალ-არაბის რაიონებში. ინფორმაცია ამ ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ ცენტრს გადაეცა. ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ დაზვერვამ დაიწყო ოპერაცია და ზუსტი დარტყმებით გაანადგურა ორგანიზაციის მრავალი ინფრასტრუქტურული ობიექტი",– წერს თურქული მედია.


