Accentnews.ge
იაცენკო: რუსეთმა დაიწყო სამხედრო ტყვეების იძულება, რეკონ საკუთარ ოჯახებში და უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლა სთხოვონ

იაცენკო: რუსეთმა დაიწყო სამხედრო ტყვეების იძულება, რეკონ საკუთარ ოჯახებში და უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლა სთხოვონ

27/12/2023 09:20:02 მსოფლიო

რუსეთის ტყვეობაში მყოფ უკრაინელებს უკრაინაში მყოფ ნათესავებთან მასობრივად არეკინებენ ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის ორგანიზების მოწოდებით,– განუცხადა Politico-ს პეტრო იაცენკომ, სამხედრო ტყვეების მოპყრობის უკრაინის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ტყვეები, რომელთა შესახებაც მათ ოჯახებს წელიწადზე მეტია, ცნობა არ მიუღიათ, ეუბნებიან ნათესავებს, რომ "რუსეთი მზადაა გაცვალოს ისინი, მაგრამ თითქოს კიევი ამბობს ამაზე უარს".

მაგალითად, გამოცემის ცნობით, 2022 წლის 24 თებერვალს ტყვედ ჩავარდნილმა ჯარისკაცმა მეუღლეს მიმდინარე წლის 29 ნოემბერს Viber-ზე ვიდეო ზარის საშუალებით დაურეკა. მან მეუღლეს კითხვების დასმის საშუალება არ მისცა, უთხრა: „ვალია, წადი და გაურთულე ცხოვრება კიევს. კიევს არ სურს ჩვენი დაბრუნება". შემდეგ მან ბოდიში მოიხადა და დაასრულა ზარი დაპირებით, რომ მოგვიანებით დარეკავდა „თუ ოდესმე მიეცემოდა ამის შესაძლებლობა“.

„ბოლო დროს ზარები მსგავსი მოწოდებით მასობრივი გახდა. ჩვენ მივხვდით, რომ ეს არის კამპანია, რომლის მიზანიც ხელისუფლების მიმართ უნდობლობის გამოწვევაა“, - აღნიშნა იაცენკომ.

დეკემბრის დასაწყისში, უკრაინის თითქმის ყველა დიდ ქალაქში, სამხედრო ტყვეთა ოჯახების აქცია „ნუ ჩუმად! ტყვეობა კლავს!". კიევშიც შედგა აქცია „დაკარგული კავშირი“. მასში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის ტყვეობაში ნამყოფი ჯარისკაცები, სამხედრო ექიმები და ქვედანაყოფების მეთაურები.

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის შესახებ ცნობები არ გაჟღერებულა 7 აგვისტოს შემდეგ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ ეს „რუსეთის ფედერაციის მიზეზებით“ ხდება, მაგრამ პირობა დადო, რომ გაცვლა მალე განახლდება.

Politico-ს ცნობით, პატიმრების სახლში დაბრუნების ერთადერთი გზა იყო მეთაურებს შორის არაფორმალური გაცვლა ბრძოლის ველზე. მაგრამ, როგორც იაცენკო აღნიშნავს, ისინი ვერ შეცვლიან სახელმწიფოებს შორის სრულასოვან გაცვლას.

რუსეთს შეუძლია, სამხედრო ტყვეების გაცვლაზე უარი გამოიყენოს უკრაინის საზოგადოებაში დაძაბულობის გასაზრდელად,– ასკვნის Politico.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S