Accentnews.ge
70 წლის შემდეგ პირველად, პეკინში ჰაერის რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა

70 წლის შემდეგ პირველად, პეკინში ჰაერის რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა

27/12/2023 06:44:12 მსოფლიო

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, 70 წლის შემდეგ პირველად, რეკორდულად დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება. Reuters-ის ცნობით, ჩინეთის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში რეკორდული სიცივე გასული კვირის შემდეგ ფიქსირდება. მედიის ცნობით, ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა - 40 გრადუსს ცელსიუსს უდრის.

ადგილობრივი მეტეოროლოგიური სადგურების ინფორმაციით, 11 დეკემბრის შემდეგ 0-ს ქვემოთ ტემპერატურა ზედიზედ 300 საათის განმავლობაში გაგრძელდა, რაც 1951 წლის რეკორდს მნიშვნელოვნად აღემატება.

ამავე პერიოდში პეკინში -10 გრადუსი ზედიზედ 9 დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა.

შესაბამისად, ჩინეთის პროვინცია ჰენანის მოსახლეობა სახელმწიფოსგან გამათბობლებით მომარაგებას ელოდება, ხოლო თერმული პროდუქციის მიმწოდებელი კომპანია მიწოდებას ცდილობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S